ე.წ აგენტების კანონზე ევროპარლამენტარი აღშფოთებულია, რუსეთი კი კმაყოფილებას ვერ მალავს

არა რუსულ კანონს

ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, კრიტიკული გამოხმაურებები არ წყდება. ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიმართავს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი", - წერს სოციალურ ქსელში დიპლომატი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას.

დასავლეთის კრიტიკული შეფასებების პარალელურად კი კმაყოფილებას ვერ მალავს რუსეთი. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაცილებით რბილია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში.

„ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ“ - ამბობს ლავროვი.

მეტის ნახვა