გემზე ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, ვითხოვ ბრეგაძესთან შეხვედრას - ყოფილი მეზღვაური

მოქალაქე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამ მოტივით, დღეს, ბათუმში, იუსტიციის სახლთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. ზაზა გოგიტიძე პროფესიით მეზღვაურია და ამბობს, რომ „ემ-ეს-სი“-ს კუთვნილ გემზე ყოფნის პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, თუმცა რა სახის არ აკონკრეტებს.

მისი განმარტებით, ამ მდგომარეობის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც კომპანიას კომპენსაცია დააკისრა. გოგიტიძის მტკიცებით, თანხა ვერ მიიღო, რაშიც ბრალს სახელმწიფოს სდებს.

მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო „ემ-ეს-სი“-ს მფარველობს და დაკისრებული სახდელისგან თავის არიდებაში ეხმარება.

მეტის ნახვა