გიორგი ცინცაძე ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად - მერიის თანამშრომლებს ცინცაძე მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა წარუდგინა. 

"სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მერიის ეფექტიანი მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.

გიორგი ცინცაძემ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური ძალისხმევით იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი მურვანიძეს მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა."- წერია მთავრობის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აქამდე მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე ასრულებდა. მურვანიძე პოსტზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა "დატოვა".

გაგახსენებთ, აჭარაში, თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის დანიშვნის შემდგომ, საკადრო წმენდა დაიწყო. მუნიციპალიტეტების  მერები,ასევე მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები, პოსტებს ტოვებენ, თუმცა "ბიძინა ივანიშვილს მადლობებს უხდიან".

მეტის ნახვა