“ შემოდგომის მსგავსი გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება” | მეტეოროლოგი

წვიმა ამინდი

შემოდგომის მსგავსი გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე. მეტეოროლოგის პროგნოზით, მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება.

"სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია.

დასავლეთ საქართველოზე  - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი"-წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

მეტის ნახვა