ახალი ამბები • 1763483982
“ენმ”-მ და “ცვლილებისთვის” საარჩევნო ნომრები დაკარგეს | 5 და 4 სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ერგო
პოლიტიკა
1754726335
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კოალიციამ "ცვლილებისთვის" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არმიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ამის შესახებ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
"ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 და 5 წილისყრაში იქნება გათამაშებული"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს დღევანდელ სხდომაზე.
წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















