ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია

„ძალადობა შობს ძალადობას“ - ასე უპასუხა პრემიერმა გუშინდელ საპროტესტო აქციებზე დაშავებულების შესახებ დასმულ კითხვას. ირაკლი კობახიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, 6 პოლიციელის კი ჰოსპიტალში გადაყვანა დასჭირდა. მისივე ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთს თვალ-ბუდის ფსკერის მოტეხილობა აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

კობახიძემ მოძალადეები უწოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ.

„დღესაც ველით, რომ აქცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, ყველა მოძალადე უმკაცრესად აგებს პასუხს, მოვუწოდებ პოლიციას, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მადლობა შსს-ს“, - თქვა პრემიერმა.

მეტის ნახვა