ახალი ამბები • 1742480459
"ლევან ვარშალომიძე ქალაქ ატირაუში ყაზახური მხარის მიწვევით, კონსულტაციების გაწევის მიზნით იმყოფებოდა" | ენმ ვარშალომიძის ვიზიტის დეტალებს განმარტავს

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტის დეტალებს განმარტავს. განცხადება ელგუჯა ბაგრატიონმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ვარშალომიძე ქალაქ ატირაუში ყაზახური მხარის მიწვევით ჩაფრინდა კონსულტაციების გასაწევად.
ბაგრატიონის თქმითვე, ვარშალომიძემ დღეს დილით დატოვა ყაზახეთი და ახლა ამსტერდამში იმყოფება.
"ლევან ვარშალომიძე ქალაქ ატირაუში ყაზახური მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შემქნასთან დაკავშირებით კონსულტაციების გასაწევად. 18 მარტს ის ჩაფრინდა ქალაქ ატირაუსში 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მხრიდან იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ ის იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში რუსეთის მიერ. გადაყვანილი იქნა ქალაქის პოლიციის განყოფილებაში და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა და საქმის შესწავლა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერების იყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება. 19 მარტს ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის უსაფუძვლო არგუმენტების საფუძველზე იყო დაკავებული და ამის სხვა არანაირი სამართლებრივი მოტივი არ არსებობდა. ამიტომაც, ყაზახეთის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულიყო განყოფილებიდან. დღეს დილით, 06:10 წუთზე მან დატოვა ყაზახეთი და ის იმყოფება ამსტერდამში. ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ მხარესა თუ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ვარშალომიძის დაჭერის საქმეში და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას სოლიდარობა გამოუცხადა". - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.