მედეა ვასაძემ, შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიცია დატოვოს

მედეა ვასაძემ, შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიცია დატოვოს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმს არ ემხრობა და თანაგუნდელებს საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

აპირებს თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით საქმიანობის გაგრძელებას? - ვასაძე განმარტავს, რომ გუნდთან პოზიციები, საბოლოოდ, შეჯერებული არაა და მსჯელობის ეტაპზე არიან.

შეგახსენებთ, უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი სხდომებს არ ესწრებიან. 

მეტის ნახვა