პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლეს

ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორგასლის ქუჩაზე მოხდა.

გიორგი კირთაძეს უცნობმა კაცმა კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფსაც.

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდამსხმელი სავარაუდოდ "ალტ ინფოს" წევრია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოდა, მათი ოფისი მდებარეობს. 

მეტის ნახვა