ახალი ამბები • 1735650420
აჭარის ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა | თორნიკე რიჟვაძე მადლობებს ოლიგარქ ივანიშვილს უხდის
აჭარის ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა, თორნიკე რიჟვაძე კი განსაკუთრებულ მადლობას ამერიკის მიერ სანქცირებულ ივანიშვილს უხდის. სწორედ ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. რეგიონის პირველმა პირმა, წარადგინა 2025-28 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი პოსტულატი, როგორც თავად ამბობს, არის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ“. ცნობისთვის, ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესი მისივე გუნდის გადაწყვეტილებით შეუფერხდა.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული ერთხმად არჩეული და ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის თავმჯდომარე, კვლავ თორნიკე რიჟვაძეა. უცვლელია ამ უკანასკნელის მიერ დასახელებული მინისტრების შემადგენლობაც: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად - მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად - ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე.
თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა ერთპარტიულად დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს და მიმდინარე 2024 წელი შეაფასა. 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც დღემდე საყოველთაო მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო სანქციების საფუძველია, მან ისტორიული მნიშვნელობის უწოდა. შეაფასა მიმდინარე პროცესებიც. ახსენა ევროინტეგრაციაც, რომლის პროცესი თავად მისივე გუნდის გადაწყვეტილებით შეფერხდა.
რიჟვაძის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი სავსე იყო მადლობებით, განსაკუთრებული მადლობა ოლიგარქ ივანიშვილს, მადლობები კი ოცნებას, ერთპარტიულად დამტკიცებულ პრემიერსა და პრეზიდენტს.
თორნიკე რიჟვაძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც 2025-28 წლის სამთავრობო პროგრამას მოიცავს.
თორნიკე რიჟვაძემ დასმულ კითხვას, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსების შეჩერებაზე, ასე უპასუხა:
აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის 12 დეპუტატი ესწრებოდა. დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და მანდატების შეჩერების მოთხოვნით ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართეს.
1728455482
1727447820