ქუჩის აქციები დღის წესრიგს ვერ ქმნის, დროა ოპოზიციამ საკანონმდებლო სივრცეში გადმოინაცვლოს - ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ქუჩის აქციები დღის წესრიგს ვერ ქმნის, დროა ოპოზიციამ საკანონმდებლო სივრცეში გადაინაცვლოს - ასე ეხმაურება აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დავით გაბაიძე ამბობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი, სხდომათა დარბაზია და არა ქუჩა. გაბაიძე იმედს იტოვებს, რომ ახალი წლიდან ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას ოპოზიციასთან ერთად შეძლებენ. ცნობისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს არც ოპოზიცია და არც მოსახლეობის დიდი ნაწილი. უკვე 34-ე დღეა ბათუმში ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი აქციები იმართება, ბარიერგადალახული პარტიების წევრებმა დავით გაბაიძეს მანდატების შეჩერების მოთხოვნით წერილობით უკვე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიღებულა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ვადა ჯერ კიდევ აქვთ. 

მეტის ნახვა