ახალი ამბები • 1756410394
6 თვეში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა...
საზოგადოება
1757681903

სს
საქსტატის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.
წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).
ამასთან, 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინება 9 925 და 6 456 განქორწინება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა