ახალი ამბები • 1756410394
გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული, 2024-2025 წლებში, ფარულად დაეუფლა 4 მლნ 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს, რითიც ახდებდა პურ-პროდუქტების წარმოებას და რეალიზაციას.
გამოძიების ვერსიით, მეწარმემ უკანონო დაერთება ბუნებრივი აირის ორ მთავარ მაგისტრალზე მოახდინა. ამასთანავე, როგორც დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, დატაცებული ბუნებრივი აირით მეწარმემ მოაწყო ავტოგაზგასამართი სადგურიც.
,,ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.
ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ, დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით.'' - აღნიშნულია უწყების განცხადებაშიწყარო : ქართლის ამბები

1756113571