კალაძე: შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაც სხვა მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავულეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ევროპასთან კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე

სს

სს

კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის.

„ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება არ მოვწონდე, შეიძლება ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ან ვაგინოთ, ან ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა