პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება განსახილველად პლენუმს გადაეცა - საკონსტიტუციო

სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს. განცხადების თანახმად, ქართული ოცნების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა პირველ სექტემბერს დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს. ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

მეტის ნახვა