ახალი ამბები • 1752220871
რის გამო გადადგა გენერალური პროკურორი?
პოლიტიკა
1716487503
ირაკლი შოთაძის მიერ გახმოვანებული ოფიციალური ვერსიის, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება, ოპოზიციური პარტიის წევრებს არ სჯერათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოთაძე ერთ-ერთი იყო ვინც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავებას ეწინააღმდეგებოდა. იგი პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს რეჟიმის ნგრევის დასაწყისია და გენერალურ პროკურორს კიდევ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი მიჰყვება. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის დანაშაულებრივ პოლიტიკას ბოლომდე არავინ ჩაჰყვება. მით უფრო ის, ვინც ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა