ახალი ამბები • 1752220871
რუსეთი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს
პოლიტიკა
1730819012

საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ევროკავშირი სურს, სერგეი ლავროვი კი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში თქვა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, რასაც რუსეთი პატივისცემით ეკიდება. მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი "ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის".“
„სინამდვილეში, საუბარი მიდის არჩევნებზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის", - ირწმუნება ლავროვი.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა