ახალი ამბები • 1732172899
ცესკომ პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შეჯამებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობები დაამზადა. ცესკოში აცხადებენ, რომ "იმოქმედეს ორგანული კანონით"
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.
შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში.
1731685299
1727447820