ახალი ამბები • 1733750807
ნოემბერში მოსამართლეები დანამატად ჯამურად ნახევარ მლნ-ზე მეტს მიიღებენ | სასამართლოს გუშაგი
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს"- ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია საქართველოს სასამართლო გუშაგი ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით შემდეგია:
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 800 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 5 600 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 5 300 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 5 000 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 4 600 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 4 300 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისა, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარი.
ორგანიზაციის ცნობით, აქედან გამომდინარე, მოსამართლეებისთვის, თანამდებობების მიხედვით, ჯამურად გაწერილია შემდეგი ოდენობა.
1728455482
1727447820