ახალი ამბები • 1714047147
სხალთელი ეპისკოპოსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საჯარო წერილით მიმართავს - რას სთხოვს მეუფე სპირიდონი რიჟვაძეს?
რელიგია
1654509678
სხალთელი ეპისკოპოსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საჯარო წერილით მიმართავს. გავლენიანი სასულიერო პირი, თორნიკე რიჟვაძეს, კერძო პირის მიერ, შუახევში, სხალთის ეპარქიის ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე წერს.
მეუფე სპირიდონი მთავრობის მეთაურს სთხოვს, შეაჩეროს მშენებლობა, რადგან, მისივე თქმით, ტაძარს შესაბამისი წესების დაცვის გარეშე აგებენ. მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული წესებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა მძიმე ცოდვად ითვლება და გამოუსწორებელ, ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისგან საპასუხო კომენტარს ველოდებით.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა