ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია.

ღონისძიება 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მუსკატში ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიაზე, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ბათუმმა „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს შემოდგომაზე მოიპოვა, მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირველადაა ნომინირებული. მომავალ წელს, ევროპის გალა ცერემონიას ბათუმი უმასპინძლებს.

მეტის ნახვა