ახალი ამბები • 1675446001
"განდაგანა" - 20 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს
„განდაგანა“ - 20 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს. პოპულარული ღონისძიება, ტრადიციულად, ევროპის მოედანზე ჩატარდება. აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი.
წელს, მთავარი თემა აჭარული ნაქარგობები იქნება, რომლის დეკორაციებითაც საფესტივალე სივრცე გაფორმდება. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.
„განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

1675317554

1675185991

1675164609

1674479274

1674194525