ახალი ამბები • 1748004300
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო
ტურიზმი
1656946586
ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო. ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მონტაჟისთვის.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო.
ზღვის დონიდან 2 ათას 236 მეტრზე მდებარე ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ძეგლი უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით, იერსახითა და გარშემორტყმული ლანდშაფტით.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა