თორნიკე რიჟვაძე ყატარის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში კატარის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების  მნიშვნელობას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში. თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარაში სტუმრობისთვის  მადლობა გადაუხადა და  კატარის სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი კავშირების განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

მეტის ნახვა