ცნობილია, რომელი ქვეყნებიდან იღებს საქართველო ყველაზე მეტ ტურისტს

ტურისტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და 2023 წელთან შედარებით ზრდა 10% იყო.

2024 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 623 972 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 527,519 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 387,691 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 126 213 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 99 472 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 70 298 ვიზიტორი;
  • ირანი - 61 961 ვიზიტორი;
  • ინდოეთი - 57 747 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 51 393 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 43 668 ვიზიტორი;
  • ჩინეთი - 32 853 ვიზიტორი;
  • გერმანია - 31 096 ვიზიტორი;
  • პოლონეთი - 27 615 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 25 661 ვიზიტორი;
  • საუდის არაბეთი - 22 271 ვიზიტორი.
მეტის ნახვა