ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა
მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30%-ზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე. ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი დემოტივირებული იყო, ბიზნესს მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები ჰქონდა. ქვეყანაში დამყარებული იყო ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო, რომელიც მოქალაქეებს ჩაგრავდა, ომ გამოვლილი მოქალაქეებს, იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა თავს და 20 % არის ოკუპირებული.
მაშინ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი. ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან, 86 მილიარდ ლარამდე. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 8 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი, აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში. ბოლო 11 წელიწადში 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი