ხვალ, 8 საათზე შევიკრიბებით, ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას, დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას | ზურაბიშვილი
"ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში, და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას, ყველა ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, და აქ ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ როგორც ვაპირებდით ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი, ვერასოდეს აწი ვეღარ შეგვიცვლის ჩვენ დღის წესრიგს.
ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე, ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ჩვენ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.