2025 წლის ქობულეთის ბიუჯეტი საჯაროდ, ძირითადად საჯარო მოხელეებთან განიხილეს

2025 წლის ქობულეთის ბიუჯეტი დღეს საჯაროდ ძირითადად საჯარო მოხელეებთან და აიპების თანამშრომლებთან განიხილეს. შეხვედრას მოქალაქეთა მცირე ნაწილი ესწრებოდა, მათ შორის იყნენ მოსწავლეები. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 87 მილიონ 201 ათას ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, 17 მილიონიანი, ანუ 24 %-იანი ზრდაა. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის საკითხებია. საჯაროდ განხილვაზე სოფლებში გზების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება,ასევე ნავმისადგომის აშენება  მოითხოვეს. პრობლემურად დასახელდა ნარჩენების მართვის საკითხი. ცნობისთვის, ქობულეთის 2025 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

მეტის ნახვა