84 წლის ასაკში, ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

ბუბა კიკაბიძე

84 წლის ასაკში, ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და კლინიკაში გადაიყვანეს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ქართველი ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდები ქაშვეთის ეკლესიაში სამშაბათსა და ოთხშაბათს (17 - 18 იანვარს) გაიმართება. გამოსვენება კი ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან იქნება.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბუბა კიკაბიძე იყო ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. მას კინე მატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა.

საქართველოს სახალხო არტისტი, 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია.

მეტის ნახვა