“ბრძოლა ბოლომდე” | გიორგი ახობაძე

ახობაძე

"ბრძოლა ბოლომდე" - ასე მიმართა მხარდამჭერებს ექიმმა გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ. ახობაძემ მადლობა გადაუხადა მედიას და მას მხარდამჭერებს. 

"ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ. არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან მიყვარხართ ყველა - ბრძოლა ბოლომდე“, - თქვა გიორგი ახობაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე მტკიცებულებათა არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა