ბათუმელი მოსწავლეები პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვას ითხოვენ - პეტიცია

პიროტექნიკა

მოახლოებული ახალი წელი და პეტიცია პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვის შესახებ. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომელიც უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ხელს 200-ზე მეტი მოქალაქე აწერს. საკითხის განსახილველად კი, წარმომადგენლობით ორგანოს 200 ხმა სჭირდება.

ახალგაზრდების შეფასებით, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და მიუსაფარი ცხოველებისთვის. მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩვილებიც და მოხუცებიც, რადგან მოულოდნელი „აფეთქების“ ხმამ შესაძლოა, ჯანმრთელობის კუთხით სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ინიციატორები იმედოვნებენ, რომ მოთხოვნის ამოქმედების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო შეიქმნება.

მეტის ნახვა