ახალი ამბები • 1735320012
რატომ არ ამბობენ უარს ბარიერგადალახული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე | ურთიერთბრალდებები და შეფასებები
რატომ არ ამბობენ უარს ბარიერგადალახული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებაზე? კითხვა მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირებების საგანია.
ამის მიზეზი კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადება გახდა, რომელმაც ღიად თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ოცნების მიერ შეთხზულ რიცხვებზე დამყნობილ დაფინანსებას დათანხმდნენ, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათივე პოზიციებთან არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით.
ჩვენ დღეს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ვიკითხეთ, რატომ დათანხმდნენ ისინი ამ თანხების მიღებას, თუ კი არჩევნებს არ აღიარებენ და ამავდროულად, სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, თუ რომელმა გაერთიანებამ რამდენი ხმა დააგროვა არჩევნებში?
ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის თანხა მოწყალება არ არის და ის არც ივანიშვილს ეკუთვნის, რომ მან განსაზღვროს, თუ ვინ აიღებს. ასევე დასძენენ, რომ ახლა ვექტორის გასწორების დროა და არა ბინძური კამპანიის წამოწყების, რომლის მიზანი გაუგებარი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის დამაზიანებელია.
ცნობისთვის, ცესკოს განცხადების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან თანხებზე უარი განაცხადა მხოლოდ კოალიციამ "ცვლილებისთვის“ განაცხადა.
1728455482
1727447820