ახალი ამბები • 1751273063
პროტესტის 30-ე დღე | ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საზოგადოება
1735320635
სახალხო პროტესტის 30 -ე დღე. 28 ნოემბრიდან ქვეყანაში უწყვეტი დემონტრაციებია. მოქალაქეები „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს. მომიტინგეები დაუღალავად ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშნვნასა და სისტემის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას.
აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები.
"ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" - ხვალ, 15 საათზე აქციების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ბათუმის ზღვისპირა ბილიკზე, 5 მთავარი ლოკაციის მოპირდაპირედ, ადამიანები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. რა იქნება მთავარი სათქმელი? - "მაცნეს" კითხვებს ნინო გოგია, სამოქალაქო აქტივისტი პასუხობს.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა