ბათუმის ბიუჯეტის საჯაროდ განხილვა გრძელდება

ბიუჯეტი

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო. ხვალ შეხვედრა აეროპორტის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან არის დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 492 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს. 

მეტის ნახვა