ახალი ამბები • 1762855206
"გადაწყვეტილება აკვარიუმშია?" - ახალგაზრდების აქცია საკონსტიტუციოსთან
საზოგადოება
1728550447
"გადაწყვეტილება აკვარიუმშია?", "ჩვენი გზა სინათლისკენ, თქვენი გზა სიბნელისკენ", "ძალა ხალხშია" - ამ ტრანსპარანტებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისინი მართლმსაჯულების მიმღები ორგანოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც აგენტების კანონის მოქმედება არ შეჩერდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა აქვს დამყარებული და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა უწყებას, მათ შორის სასამართლოს, რუსულ დავალებებს ასრულებინებს.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















