პროვოკაციაა ის, რომ მხეცობაზე პასუხისმგებლებს ღირსების ორდენს გადასცემენ | პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

პროვოკაციაა ის, რომ მხეცობაზე პასუხისმგებლებს ღირსების ორდენს გადასცემენ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს ღირსების ორდენზე წარადგენენ.  "პროვოკაციული არის ის, რაც მოვისმინეთ დღეს. გუშინდელი აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ამის პასუხი, იყოს ის, დე ფაქტო პრემიერის აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოვებთ ღირსების ორდენით. ისინი პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, ძალადობაზე, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია და შეურაცხყოფა."- აცხადებს ზურაბიშვილი. 

მეტის ნახვა