„ოცნების“ ხელისუფლების წევრები შვილებისთვის დასავლურ განათლებას ირჩევენ | თორნიკე რიჟვაძემ შვილები საჯაროდან ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

ანტიდასავლური რიტორიკით  ცნობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები, საკუთარი შვილებისთვის დასავლურ განათლებას ირჩევენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შვილები მერვე საჯარო სკოლიდან კერძო, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა. „პროგრესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინფორმაცია TV25-ს დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალები არ გვითხრეს.  

ცნობისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულება საკმაოდ ძვირად ღირებულია და განათლების მიღება წლიურად 8 ათასი ლარი ღირს.

მე-8 საჯარო სკოლა დატოვა რიჟვაძის ცოლმაც, რომელიც იქ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა. სკოლის ადმინისტრაციაში TV25-ის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

რატომ თქვა უარი რიჟვაძის ოჯახმა საჯარო სკოლაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა ქართული განათლების ეფექტურობას პოპულარიზაციას მუდმივად უწევს, ვერ გავარკვიეთ. საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში განმარტება არ გაკეთდა. ცნობისთვის, მაღალი თანამდებობის პირებს, თითქმის ყველას, შვილები კერძო სკოლებში ჰყავთ.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა.

მეტის ნახვა