საჯარო მოხელემ საკუთარ თავს განცხადებით მიმართა, თავადვე განიხილა და თავადვე გამოსცა საკუთარი თავის სასარგებლო ბრძანება | როგორ მუშაობს სისტემა?

უახლესი ისტორიიდან, სხვადასხვა მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების არაერთი მაგალითის გახსენებაა შესაძლებელი. შორს რომ არ წავიდეთ, მსგავსი რამ არც დღევანდელობისთვისაა უცხო. ახლა ჩვენ ერთ პარადოქსულ ამბავზე მოგიყვებით, ერთი შეხედვით, ბანალური სამეზობლო  დავა რომ ჰქვია მიწის ნაკვეთზე, თუმცა ამ ისტორიაში არის მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ყურადღების გამახვილება ღირს. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, საჯარო მოხელემ საკუთარ თავს განცხადებით მიმართა, თავადვე განიხილა და თავადვე გამოსცა საკუთარი თავის სასარგებლო ბრძანება, პარადოქსია, მაგრამ ასე მუშაობს სისტემა, რომელსაც ბრალდების ადრესატი კანონის სახელით ხსნის. 

მეტის ნახვა