ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა, ტრადიციულად, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ხელვაჩაური

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა, დღესაც ტრადიციულად, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ერთ წელზე მეტია სხდომებზე დასწრებას ითხოვენ. ეს ადამიანები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისთვის პრობლემების შესახსენებლად ყველა სხდომაზე მიდიან, თუმცა უშედეგოდ. მათ დასწრების საშუალება დღესაც არ მიეცათ.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

მეტის ნახვა