რა რეაგირება მოახდინა ხელვაჩაურის მერიამ საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე?

რა რეაგირება მოახდინა ხელვაჩაურის მერიამ საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე? ზაზა დიასამიძემ TV 25  ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მომხდარი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ. თენგიზ ირემაძე კი დღეს გვეუბნება, რომ ადამიანებს შორის პირადი კონფლიქტების განხილვა მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის,  კომპეტენციაში არ შედის. საუბარია 18 ნოემბერს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ინცინდენტზე, რა დროსაც, ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა, თადეოზ ბოლქვაძემ, მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეები ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე დასასწრებად მივიდნენ, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ. დაიწყო თუ არა შშს-მ მომხდარზე გამოძიება და რა მუხლით, ვერ გავარკვიეთ. გომელაურის უწყებაში  კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

მეტის ნახვა