ახალი ამბები • 1755160966
ყვითლად შეღებილი ქათამი - რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ | რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება

საქართველოში, ნატურალურის ნაცვლად, ყვითლად შეღებილ ქათმებსა და კვერცხებს ყიდიან, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა - ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას რადიო თავისუფლება აქვეყნებს.
რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ქათმის კანს ფერს სწორედ საკვებში შერეული პიგმენტი უცვლის: "მეტწილად გამოყენებული პიგმენტის დოზაზე და ეფექტიანობაზეა დამოკიდებული დაკლული ქათმის ხორცის ფერი. რაც მეტი გასაყვითლებელია შერეული, მით უფრო ყვითელია ქათამიც" - წერს გამოცემა.
"აღმოჩნდა, რომ იგივე ხდება კვერცხის შემთხვევაშიც - ფერმის ქათმის კვერცხის გული და ნაჭუჭიც სოფლის ქათმის კვერცხს რომ დაემსგავსოს, საკვებში გასაყვითლებლებს ზოგჯერ აქაც იყენებენ. საქართველოში კვერცხის ბაზარი თითქმის მთლიანად - 96% - ადგილობრივად წარმოებულ კვერცხს უკავია. ქართველი ფერმერები წელიწადში 670 მილიონ კვერცხს აწარმოებენ, ერთი მოქალაქე კი საშუალოდ 173 ცალ კვერცხს ჭამს, ანუ ორ დღეში 1 ცალს მაინც" - ნათქვამია რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებაში.
ვრცლად, წაიკითხეთ:
https://www.facebook.com/share/1AK7nQ2i3r/?mibextid=wwXIfr

1746451221

1745312322