ახალი ამბები • 1755160966
მსახიობ ოთო ქათამაძეს დახმარება ესაჭიროება

რეჟისორს და მსახიობს ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოთოს ჯანმრთელობის მდგომარეობაში მძიმეა და გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, რისთვისაც ფინანსური რესურსის მობილიზებაა აუცილებელი.
"ორი კვირის წინ ოთოს თავის ტვინში გაუსკდა ანევრიზმა, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები.
სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი.
ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა ის ამჟამად ხელოვნური სედაციის ქვეშაა, სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს სპეციალური აპარატები უნარჩუნებს, რომლებიც ტვინისა და ფილტვების მუშაობას ცვლიან, სანამ ორგანიზმი ძალებს მოიკრებს.
სამწუხაროდ, საჭირო თანხა დიდია რასაც მარტო ვერ გაუმკლავდება.
ჩვენ კი შეგვიძლია თუნდაც ყველაზე მცირე დახმარებით, იქნება ეს ფინანსური წვლილი თუ უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება დავეხმაროთ მას.
თითოეული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია!" - წერენ ოთოს მეგობრები და ნათესავები

1746451221

1745312322