ახალი ამბები • 1752046255
კომპანია მაგთი ტარიფებს აძვირებს - საუბარია ულიმიტო პაკეტებზე
საზოგადოება
1641882199

კომპანია მაგთი ტარიფებს აძვირებს. მომხმარებელთა ნაწილს შეტყობინების სახით აცნობეს, რომ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის ნაცვლად იქნება "კოქტეილი 30", რაც 30 ლარი ეღირება.
ტარიფი 1 თვეში, 10 თებერვლიდან ამოქმედდება.
"გაცნობებთ, რომ 10.02.22-დან კოდებზე -2552 ან 2525 დარეკვით გააქტიურდება ტარიფი "კოქტეილი 30". ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი "კოქტეილი 25"-ის აქტივაცია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ულიმიტო ერთკვირიანი ინტერნეტპაკეტი კი 5 ლარის ნაცვლად, 7 ეღირება.
"გაცნობებთ, რომ 10.02.22-დან ულიმიტო ინტერნეტის აქციებზე იმოქმედებს შემდეგი ტარიფები: ულიმიტო ინტერნეტი დღე-ღამე - 1,5 ლარი; ულიმიტო ინტერნეტ-კვირა 7 ლარი",- ნათქვამია შეტყობინებაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა