პროტესტის მეექვსე დღე ბათუმში

პროტესტის მეექვსე დღე ბათუმში. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უწყვეტი აქცია გრძელდება. სტუდენტთა ნაწილი 26 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ისინი ღამეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ათევენ.  ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე სამართლიანობა  არ აღდგება. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს ლექტორთა ნაწილი. სტუდენტებმა ერთგვარი „ჩელენჯი“ დაიწყეს და  მასწავლებლები ლექციების ჩასატარებლად გამოიწვიეს. 

მეტის ნახვა