ახალი ამბები • 1748004300
ქობულეთში, "მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის" ქვეპროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება იწყება

ფოტო: ქობულეთის მერია
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება იწყება.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია (შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს /პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად), არ ექვემდებარება აღდგენას ან რეაბილიტაციას, მერია მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) ინდივიდუალური მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე განაცხადი;
ბ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
გ) განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად, არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლები;
დ) შესაბამისი სტატუსის და დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმპ, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);
ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ვ) გეოლოგიური დასკვნა;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
განაცხადის მიღება 29 იანვარს დაიწყება და 29 თებერვლამდე გაგრძელდება.

1746602495

1739131407