ქობულეთში, საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

აჭარის მუნიციპალიტეტებში, საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრებსა თუ ქუჩებში დეკორაციები მონტაჟდება, ზუსტდება გასართობი ღონისძიებების განრიგი და შინაარსი.

ქობულეთში, საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება. მას სხვადასხვა საკონცერტო საღამოები მოჰყვება, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

აქვე გეტყვით, რომ 22 დეკემბერს აანთებს საახალწლო ნაძვის ხეს ხელვაჩაურის მერია. ეს, მერიის შენობის ეზოში, დაწყებული საკონცერტო საღამოს კულმინაცია იქნება. ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, მუსიკალურ ნომერს შეასრულებენ ნინი ბადურაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე და სალომე ბაკურაძე. ნაძვის ხის ანთების ცერემონია, 20 საათზე, ფოიერვერკით დასრულდება.

25 დეკემბერს, ხელვაჩაურის კულტურის სახლი, პატარებს საპექტაკლს - „საახალწლო ზღაპარი“ სთავაზობს. საახალწლო კონცერტი, მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 27 დეკემბრისთვისაც.

მეტის ნახვა