ახალი ამბები • 1747046220
განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს | მეტეოროლოგი

მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის პროგნოზით, უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ. მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით 17 მაისს დაცხება, ტემპერარატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს.
"სიცივიდან-სიცხეში, სიცხიდან-სიცივეში, ასეთია ბოლო რამოდენიმე კვირის სტატისტიკა.
ამჟამად ისევ ცივი პერიოდი გვაქვს, ხშირად ისმის სახუმარო ფრაზა ,,ოღონდ არ გათოვდებოდეს და რას დავეძებთო" და მართალიცაა, საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა.
თუმცა უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ, მთელს ქვეყანაში 16 და 17 მაისს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს - სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი +27 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა"- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

1739131407