ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს

შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ."- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

1756113571

1746451221

1745312322