საბაჟო გამშვებ პუნქტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

სიგარეტი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ნინოწმინდა“ და ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის-ავტომობილების  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. მათ  სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და  შეეფარდათ ფულადი ჯარიმა თითოეულს 1 000 ლარის ოდენობით.

მეტის ნახვა