ახალი ამბები • 1753688546
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში -12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ქეთევან წამებულის,ლეონიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქობულეთში -07:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეღვას,მუხაესტეტეს,დაგვას,ბობოყვათს,ცეცხლაურს,ოჩხამურს,აჭყვისთავსა და მიმდებარე სოფლებს.
ხელვაჩაურში -11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭარნალს,თხილნარს,სიმონეთსა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში -10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტაკიძეებს,ახალდაბასა და ხიჭაურს.
ხულოში - 07:00-დან 13:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დიდაჭარას,გობაძეებს,ღორჯომს,ჭახაურსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

1753255638

1745312322